კრასნოდარის გუბერნატორი - უკრაინის მიერ გელენჯიკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კრასნოდარის გუბერნატორი - უკრაინის მიერ გელენჯიკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, ქალაქ გელენჯიკზე უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია კრასნოდარის მხარის გუბერნატორზე, ვენიამინ კონდრატიევზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, დაღუპულთა შორის სამი ბავშვია.

მისივე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. მათგან 17 საავადმყოფოებში გადაიყვანეს.