თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც

თბილისი–ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა - დამატებულია ახალი რეისებიც.

საქართველოს რკინიგზამ თბილისი–ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო 1 საათი და 30 წუთით შეამცირა. ცვლილების შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე მატარებლით მგზავრობა უკვე მხოლოდ 4 საათს გრძელდება.

განახლებული გრაფიკის ფარგლებში დამატებულია ახალი რეისებიც, რაც მგზავრებს გადაადგილების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და მოქნილ არჩევანს სთავაზობს.

ახალი განრიგი თბილისიდან ბათუმამდე:

00:30 - 04:37

06:30 - 10:31

08:05 - 12:06

10:15 - 14:16

17:10 - 21:11

ბათუმიდან თბილისამდე:

00:35 - 04:39

08:00 - 11:58

14:10 - 18:11

16:50 - 20:48

18:30 - 22:28

TRE.GE მგზავრებს მშვიდ და კომფორტულ მგზავრობას უსურვებს

(R)