რუსებმა ვინიცაში „ნოვა პოშტას“ ფილიალს დაარტყეს, დაშავდა 8 ადამიანი

რუსებმა ვინიცაში „ნოვა პოშტას“ ფილიალს დაარტყეს, დაშავდა 8 ადამიანი

რუსებმა უკრაინის ვინიცის ოლქში „ნოვა პოშტას“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამი დაშავებული რეანიმაციაში იმყოფება.

„მტერმა ვინიცის ოლქში „ნოვა პოშტას“ ფილიალს დაარტყა. სამი დაშავებული რეანიმაციაში იმყოფება, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია“, - აცხადებენ ვინიცის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.

დარტყმის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.