დონალდ ტუსკი - არ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პოლონეთი რაკეტის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკი - არ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პოლონეთი რაკეტის სამიზნე იყო

არ არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ პოლონეთი რაკეტის სამიზნე იყო, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.

დონალდ ტუსკმა ლუბლინის სავოევოდოში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი მოინახულა.

„რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიებაში მონაწილეობით აშშ-ც დაინტერესებულია.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს აღარ განმეორდეს. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, ხალხი კი ინფორმირებული. ეს ომი მოულოდნელობებით არის სავსე და ჩვენ ახალ საფრთხეებზე სწრაფად რეაგირება უნდა ვისწავლოთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა