ქუვეითის შეიარაღებული ძალები - ირანის იერიშის შედეგად ქუვეითში ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუვეითის შეიარაღებული ძალები - ირანის იერიშის შედეგად ქუვეითში ერთი ადამიანი დაიღუპა

ირანის იერიშის შედეგად ქუვეითში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ქუვეითის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

„ირანის აგრესიის სამიზნე ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ჩინური კომპანიის შენობა იყო, რის შედეგადაც ერთი მუშა დაიღუპა“, - აცხადებს ქუვეითის შეიარაღებული ძალები.

დარტყმის შედეგად კომპანიის შენობა დაზიანდა.

ასევე, ირანის სარაკეტო იერიში მოიგერიეს იორდანიაში.

იორდანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანიდან გაშვებული 5 რაკეტა ჩამოაგდეს.