ანტონიო კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

ანტონიო კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის

ღამით რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, - წერს კოშტა X-ზე.

მისი თქმით, ევროკავშირი უკრაინასა და პოლონეთს სრულ სოლიდარობას უცხადებს.

„ჩვენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად მხარდაჭერას ვზრდით. ევროპა ამ აგრესიის წინაშე ერთად დგომას გააგრძელებს“, - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.