ანდრეი სიბიგა - რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ანდრეი სიბიგა - რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

ანდრეი სიბიგას განცხადებით, გასულ ღამეს, პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული Kh-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა შევიდა და ნატო-ს საჰაერო სივრცე დაარღვია.

„ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ახლა გადაუდებელი აუცილებლობაა და მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს“, - წერს სიბიგა X-ზე.

ასევე, პოლონური გამოცემა Wirtualna Polska პოლონეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ წინასწარი მონაცემებით ლუბლინის სავოევოდოში რუსული რაკეტა ჩამოვარდა.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს რუსული რაკეტა იყო“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.