თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საკრებულოსთან აქციაზე დაკავებულ აქტივისტს, ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

27 ივლისს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი ნოდარ წიწრიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მას 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

ნოდარ წიწრიაშვილი საკრებულოსთან 27 ივლისს დააკავეს.

ფოტო: გიორგი მოსიაშვილი