ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა

ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთის ქალაქ ლუბლინში ჩავა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის ლიდერსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.

„მოლაპარაკებების თემა იქნება მისი აშშ-ში ვიზიტის შედეგების შეჯამება და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა“, - აღნიშნულია პოლონეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლუბლინში ჩასვლასა და დონალდ ტუსკთან შეხვედრას გეგმავს.