ანონსი 29 ივლისი

ანონსი  29 ივლისი

29 ივლისს, 09:30 საათზე, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ში „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ორგანიზებით, საერთაშორისო ექსპერტები ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი სტრატეგიული ლიდერობის ინტენსიურ ვორქშოპს გამართავენ.

მის: ქეთევან დედოფლის 37

საკონტაქტო: სოფო აზარიაშვილი - 551 08 18 03

29 ივლისს 11:45 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, მედიასთან კითხვა პასუხის ფორმატში, მიმდინარე თემებს უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08, ანუკა გაბელია - 551 633 644

29 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

29 ივლისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.