დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს

დიმიტრი პესკოვი - აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს

აშშ-ს უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში მონაწილეობაზე უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ამერიკელებს უკრაინის საკითხი არ მიუტოვებიათ, უბრალოდ მათთვის უფრო პრიორიტეტული პრობლემები გაჩნდა, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ვაშინგტონის მხრიდან აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის გამართვის შესახებ თხოვნა არ ყოფილა.

ასევე, პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთსა და აშშ-ს შორის კონტაქტები გრძელდება.

„კონტაქტები სამუშაო რეჟიმში გრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.