გუბერნატორი რუსეთის ქალაქ შებეკინოში თავდასხმაზე - ავტობუსზე დრონით დარტყმა განხორციელდა, დაშავდა 19 ადამიანი

გუბერნატორი რუსეთის ქალაქ შებეკინოში თავდასხმაზე - ავტობუსზე დრონით დარტყმა განხორციელდა, დაშავდა 19 ადამიანი

რუსეთის ქალაქ შებეკინოში დრონით სამგზავრო ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე შუვაევმა განაცხადა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა. დაშავებულები შებეკინოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თავდასხმის შედეგად დაზიანდა ავტობუსი და სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.