სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია

სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია

სოფელ ნასაგურში, სასაწყობე შენობაში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კადრებს "ფეისბუქ გვერდი" "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.