მედია - „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

მედია - „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

„ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიზანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

იემენელმა „ჰუსიტებმა“ განცხადება გაავრცელეს და საუდის არაბეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ჯიზანზე განხორციელებულ იერიშზე პასუხისმგებლობა აიღეს.

„ჰუსიტების“ ცნობით, მათი სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტები იყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შემდეგ ARAMCO-ს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.