გასული ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაში სამჯერ ამოქმედდა

გასული ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაში სამჯერ ამოქმედდა

გასული ღამის განმავლობაში კიევში საჰაერო განგაში სამჯერ ამოქმედდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კიევში საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო გამოცხადდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ასევე, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა ვიშგოროდის მიმართულებით დრონები გაუშვეს.