რუსული მხარის ინფორმაციით, კიროვში, ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსული მხარის ინფორმაციით, კიროვში, ქარხანაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის კიროვის ოლქში უკრაინის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გუბერნატორმა ალექსანდრე სოკოლოვმა განაცხადა.

„კიევის რეჟიმის მიერ კიროვში ქარხანაზე თავდასხმის შედეგად, სამწუხაროდ, 32 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსი ადგილზე გარდაიცვალა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

მისი თქმით, დარტყმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი ჩამქრალია.