სასამართლომ ირაკლი ჩიმაკაძის მიმართ საჯარო სივრცეში გაკეთებული კომენტარის გამო მალხაზ მაჩალიკაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა

თელავის რაიონულმა სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩიმაკაძის მისამართით, „საჯარო სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო“ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მაჩალიკაშვილს 2000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.
სასამართლო პროცესს თავად მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.



