Reuters - საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

Reuters - საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ტყის ხანძარმა საფრანგეთის ქალაქ ბორდოს დასავლეთით 2 000 ჰექტარი მიწა გადაწვა.

ევაკუირებული ადამიანების უმეტესობა ტურისტია, ხოლო ტყის ხანძარს 500 მეხანძრე ებრძვის.

ბორდოს პრეფექტურის ინფორმაციით, ტყის ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.