შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება

შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა - ის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით იკითხება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმელი პოლიციაში გამოცხადდა.

ამის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა.

,,ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა. ამჟამად ის, სხვა საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, იკითხება მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მივაწვდით”,- ნათქვამია განცხადებაში.