პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ვახო სანაიაზე - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა - ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ვახო სანაიაზე - „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა - ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა

ჟურნალისტი ვახო სანაია 14 დღით დააპატიმრეს, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა,- ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია 14 დღით დააპატიმრეს “ფეისბუქ” პოსტისთვის.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა. [ევროკომისიის პრეზიდენტო] უსრულა ფონ დერ ლაიენ, [გაფართოების საკითხებში ევროკომისარო] მარტა კოს, [ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელი] კაია კალას - ძლიერი და გადამწყვეტი ქმედების დროა!”, - წერს ბრეიზა.