ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებული კლინიკაში გადაჰყავთ.
ფიროსმანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.



