რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარში დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა

რუსეთის კრასნოდარის მხარეში ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა.

„არმავირში დრონის ნამსხვრევები ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიას დაეცა, რის შედეგადაც ერთი თანამშრომელი დაიღუპა. კრასნოდარში საწყობის კომპლექსზე თავდასხმის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. სამი მძიმე მდგომარეობაშია. თავდასხმის და საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგების აღმოფხვრის სამუშაოები გრძელდება“, - დაწერა კონდრატიევმა სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, მისი თქმით, დრონის ფრაგმენტები კრასნოდარში ორ საცხოვრებელ კორპუსს, სოფელ დინსკაიაში კი ორ კერძო სახლს მოხვდა. შედეგად არავინ დაშავებულა.