ნიუ-იორკის მერი - ნიუ-იორკს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების უფლებამოსილება არ აქვს

ნიუ-იორკის მერი - ნიუ-იორკს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების უფლებამოსილება არ აქვს

ნიუ-იორკს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების უფლებამოსილება არ აქვს, - ამის შესახებ ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ განაცხადა.

„ჩემმა ადმინისტრაციამ ყველა შესაძლებლობა შეისწავლა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ნიუ-იორკს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აქ ჩამოვა. ცხადია, რომ ჩვენ ამ ორდერის აღსრულებისთვის დამოუკიდებელი სამართლებრივი უფლებამოსილება არ გვაქვს“, - განაცხადა მამდანიმ.

ზოჰრან მამდანიმ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ომის დამნაშავე“ უწოდა და აშშ-ში ჩასვლის შემთხვევაში მისი დაკავებისკენ ფედერალურ ხელისუფლებას მოუწოდა.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაკავების ორდერი გამოსცა.