უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

უნგრეთის მთავრობამ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის მიერ ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა გამოაცხადა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა პარლამენტში დეპუტატებს განუცხადა, რომ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ის ეხმარებოდა „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასობით მილიარდი ფორინტით, დიპლომატიური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურით“.

„ჩვენ პეტერ სიიარტოს მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებასა და შეთანხმებას შევისწავლით, რომელიც უნგრეთში BYD-ის ინვესტიციასთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა მადიარმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ დეპუტატის მანდატი დატოვა და ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია BYD-ში დასაქმდა.