რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა - 13

რუსულმა ძალებმა მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა - 13

რუსეთის მიერ პავლოგრადში მრავალსართულიან შენობაზე მართვადი საჰაერო ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, მათ შორის ბავშვები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტერმა პავლოგრადს დაარტყა. ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ.

მოგვიანებით დაშავებულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.