სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

სამტრედია-ჯაპანის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი, რომლებიც პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაჰყვათ.

მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.