თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, თიანეთსა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება შაიზღუდება 17 ივლისს 10:00 საათიდან თიანეთის მუნიციპალიტეტშო, 12:00 - დან კი დუშეთის მუნიციპალიტეტში.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყდრიონი, ღულელები, ნადოკრა და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩანადირთკარი, მლაშე, ბაგა, ბაგიჭალა, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.