ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ

ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ

აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის, ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა, ებრაჰიმ ზოლფაქარიმ განაცხადა.

“ეს ირანის წითელი ხაზია”, - განაცხადა ზოლფაქარიმ.

მისი თქმით, ირანში ხიდებზე დარტყმების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მუქარას ძლიერი პასუხი მოჰყვება.

“ირანის პასუხი არა მხოლოდ პროპორციული, არამედ კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ირანი რეგიონის მასშტაბით ინფრასტრუქტურას გაანადგურებს ისე, რომ მისგან არაფერი დარჩება”, - აღნიშნა ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა.