კირ სტარმერი - ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია

კირ სტარმერი - ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია

ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„როდესაც ესტაფეტას იბარებენ, ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ მოვა დრო, როდესაც მისი გადაცემა მოუწევთ... ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია", - განაცხადა სტარმერმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ცნობისთვის, სტარმერმა 6 წელი გაატარა როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და ორი წელი, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.