მედია - ირანის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

მედია - ირანის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქებთან - აბადანსა და მაჰშაჰრთან ახლოს, აფეთქებების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა დარტყმები განახორციელა საპორტო ქალაქ ბუშერზე, სადაც ქვეყნის ერთადერთი სამოქალაქო ატომური ელექტროსადგურია განთავსებული.

ბუშირის პროვინციის გუბერნატორის მოადგილის, ეჰსან ჯაჰანიანის განცხადებით, ქალაქში მტრის ჭურვებით დარტყმები ოთხ ლოკაციაზე განხორციელდა.