3 წლის ბავშვს, რომელსაც გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში გადაიყვანენ

3 წლის ბავშვს, რომელსაც გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში გადაიყვანენ

3 წლის ბავშვს, რომელსაც ცოტა ხნის წინ გორში ავტომობილი დაეჯახა, თბილისში, ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანენ.

,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამ წუთებში, გამოძახებულია რეფერალური ჯგუფი, რომელიც მცირეწლოვანს გორის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანს.

ინფორმაციისთვის, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს გორის ცენტრში ავტომობილი დაეჯახა.

ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.