კასპში, მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში ახალგაზრდა ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში საბანაოდ შევიდა, თუმცა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
შემთხვევა გუშინ, 11 ივლისს მოხდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



