პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინასთან „მიგ-29“ თვითმფრინავების დრონების სანაცვლოდ წინადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინასთან „მიგ-29“ თვითმფრინავების დრონების სანაცვლოდ წინადადებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი მაქვს, წარმატებით დასრულდება

უკრაინასთან მოლაპარაკებები გრძელდება, დრონების სანაცვლოდ „მიგ“ თვითმფრინავების გადაცემაზე და იმედი მაქვს, წარმატებით

დასრულდება, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.

კერძოდ, კოსინიაკ-კამიშს უკრაინისთვის „მიგ-29“ საბრძოლო თვითმფრინავების უპილოტო ტექნოლოგიების სანაცვლოდ გადაცემაზე ჰკითხეს. მან აღნიშნა, რომ საუბრები გრძელდება უკრაინაში ომიდან მიღებული გაკვეთილების პოლონეთის თავდაცვით სისტემაში ინტეგრაციისთვის.

„ნათელი წინადადება არსებობს: „მიგ“-ები დრონების სანაცვლოდ. უკრაინულმა მხარემ თქვა „კი“, შემდეგ ფიქრი დაიწყეს. ახლა საუბრებში დაბრუნდნენ და ეს კარგი რამეა. იმედი მაქვს, რომ ეს წინადადება წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.