ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონის“ პირველ სართულზე, სადაც რესტორანი ფუნქციონირებს, ხანძარი გაჩნდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი გამწოვის მილებში გაჩნდა.