ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა

ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სირიაში ჩავიდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონს დამასკოს აეროპორტში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასად ალ-შაიბანი დახვდა.

დამასკოში ვიზიტის ფარგლებში, მაკრონი სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ცნობისთვის, ეს სირიაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტია, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა 2024 წელს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.