თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია

თბილისში, ზღვის უბნის დასახლებასთან ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხმელი ბალახი იწვის.

მათივე ცნობით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ხანძრის ლიკვიდირებას ცდილობენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.