„დროა“ - ALDE-ს კონგრესზე პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას

„დროა“ - ALDE-ს კონგრესზე პოლიტიკური პატიმრის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას

ცარიელი სკამი ელენე ხოშტარიას სახელზე - უკვე მეორედ. ALDE Party – Liberals and Democrats for Europe-ს კონგრესზე პოლიტიკური პატიმრის, პარტია “დროას” თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით პარტია სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს.

„დროას“ განმარტებით, ღონისძიებას, სახელწოდებით “ბრძოლა ფუნდამენტური უფლებებისთვის ევროპის ზღურბლზე”, „ გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე და ბარონესა სალ ბრინტონი ALDE-ს ვიცე-პრეზიდენტი, „ლიბერალ ინტერნაციონალის” ადამიანის უფლებათა კომიტეტის პრეზიდენტი გაუძღვნენ.