უკრაინული მედია - სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედია - სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრე დროზდენკოს განცხადებით, დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ასევე, დროზდენკოს თქმით, დრონების ნამსხვრევები ვისოცკის პორტის რაიონში ჩამოვარდა.

„ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, დრონების სამიზნე „პეტერბურგის ნავთობტემინალი“ იყო.

მათივე ცნობით, დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი ნავთობტერმინალის ტერიტორიაზე გაჩნდა.

სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა, რომ ქალაქზე დრონების გამოყენებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.

ბეგლოვმა სანქტ-პეტერბურგის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.