„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ - ნებისმიერ ახალ აგრესიას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება, უფრო გამანადგურებელი, ვიდრე ოდესმე

„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” განცხადებით, ირანის მტრების ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე რეაგირება ისეთი მკაცრი იქნება, როგორც არასდროს.
„ნებისმიერ ახალ აგრესიას გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება, უფრო გამანადგურებელი, ვიდრე ოდესმე“, - ნათქვამია გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.
მათივე მტკიცებით, ისინი, ირანის სხვა შეიარაღებულ ძალებთან ერთად, „უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ხამენეის ხელმძღვანელობით, სრულად მზადყოფნაში არიან“.



