რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, დაშავებულია 7 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 7 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე, ალექსანდრ ვილკულზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ხანძარი უკვე ჩამქრალია, მაგრამ ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას - ზიანია დიდია: გაზი და წყალი გათიშულია“, - აღნიშნა ვილკულმა.

მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფიებში არიან გადაყვანილები და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.