01.07.2026 / 16:39

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე ერთ პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

სოციალურ ქსელში თეა წულუკიანისა და ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე ერთ პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

სოციალურ ქსელში დეპუტატ თეა წულუკიანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე ერთ პირს 2000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მოქალაქე იოსებ ჭუაძე სამართალდამრღვევად ცნო.

საქმე ერთ -ერთი საინფორმაციოს ვებგვერდზე იოსებ ჭუაძის მიერ დაწერილ კომენტარს ეხებოდა.