ირანის საგარეო უწყება - ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების პატივი არ ექნებათ, რადგან ისინი ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრების პატივი არ ექნებათ, - ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
„ევროპული ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ პატივი, დაესწრონ ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვას, რადგან ისინი ომის დროს ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი 4-9 ივლისს გაიმართება. დაგეგმილი გრაფიკის თანახმად, ცხედარს თეირანსა და ყუმში გამართული ცერემონიების შემდეგ ერაყის ოთხ ქალაქში გადაასვენებენ, შემდეგ კი ირანში დააბრუნებენ და მეშჰედში დაკრძალავენ. ოფიციალური გრაფიკის თანახმად, საჯარო გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი 4 ივლისს, დილის 6:00 საათზე, თეირანის იმამ ხომეინის მოსალაში დაიწყება და 5 ივლისის საღამოს 8:00 საათამდე გაგრძელდება. დაკრძალვის ლოცვა 5 ივლისის დილით ჩატარდება. თეირანში, ყუმსა და ერაყში შესაბამისი ცერემონიების ჩატარების შემდეგ, გარდაცვლილ ლიდერს ხუთშაბათს, 9 ივლისს, ქალაქ მეშჰედში დაკრძალავენ.



