ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაშავდა ქვეითი ქალი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არსებული ინფორმაციით, დაშავდა ქვეითი ქალი

ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა. მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.