სალომე სამადაშვილი - კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს, ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში

კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში - თუმცა როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და რა შეთავაზებით უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული პოზიცია არ აქვს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ISSA-ს კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ამ კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი.

„ვფიქრობ, ეს კვლევა, რომელიც საზოგადოებამ იხილა, ადასტურებს ერთ რამეს - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, დღეს უკმაყოფილების ხარისხი და დონე მხოლოდ იზრდება. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და რა შეთავაზებით უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ძალები ვხედავთ, რომ ამაზე საზოგადოებას არ აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რადგან ქვეყნის მასშტაბით უმრავლესობას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თუმცა, მაგალითად დედაქალაქში ამ საკითხზე აზრი გაყოფილია. ვხედავთ, რომ პოლიტიკური ძალების ერთიანობის მოთხოვნაც დიდია, მაგრამ რა მექანიკით უნდა განხორციელდეს ეს ერთიანობა, რა შეთავაზება უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა კლასმა საზოგადოებისთვის და როგორი მოდელი, აქ ვხედავთ რომ საზოგადოებას მკვეთრად გამოხატული შეხედულება არ აქვს. ეს ბუნებრივია, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც სწორედ პოლიტიკურმა აქტორებმა უნდა დაგეგმონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის კვლევის გაცნობა საინტერესოა, რადგან უკეთესად დაინახოს სურათი, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი“ ,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას