მამუკა ხაზარაძე - ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს - ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი

ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს, ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი - დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი, ხვალ კი, შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები,- ასე ეხმაურება “ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე ალექსანდრე სამხარაძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

ხაზარაძე ალექსანდრე სამხარაძეს სოლიდარობას უცხადებს.

„ქუჩაში სიტყვის თქმა უკვე ციხეს ნიშნავს - ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებს ივანიშვილი.

დღეს ლექსო სამხარაძეა რეჟიმის მსხვერპლი, გუშინ მათე და სხვა პოლიტპატიმრები. ხვალ კი, შენ იქნები, სანამ ამ უსამართლობას ეგუები.

ჩემი სოლიდარობა ლექსო სამხარაძეს, რეჟიმის ტყვეებს!

ამ ქვეყანას ერთად უნდა ვუშველოთ!”,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.

სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას