სახალხო დამცველი - ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შშმ პირთა უფლებების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავცრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა.

„14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ეროვნული დღე აღინიშნება, რომლის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა წარმოადგენს.

მიუხედავად გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორისაა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება, ფიზიკური გარემოს, მომსახურებების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მისაწვდომობა. ასევე პრობლემურია შშმ პირთა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზება.

ხაზგასასმელია შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირე. კვლავ არ არსებობს საჭირო რეაბილიტაციის პროგრამები ზრდასრული შშმ პირებისათვის. საყურადღებოა ისიც, რომ შშმ ბავშვები არ მოიაზრებიან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფად.

ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმეტესობაში არსებული პირობები ვერ უზრუნველყოფს იქ განთავსებულ პაციენტთა უფლებების დაცვასა და თერაპიულ მიდგომას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი, მიმდინარე წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას