ნინო წილოსანი - არავის არ დაიჭერენ, ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა - ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ ვერ ვუჩივლებ თქვენს ნაცვლად?

არავის არ დაიჭერენ - ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც მისი საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დაბარებული პირების საკითხს შეეხებოდა.

წილოსანის თქმით, სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის.

„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის, ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, [მიუღებელია]…არავის არ დაიჭერენ - ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა [სასამართლოში დაბარებულ ადამიანებს] არ უნდა შეეცვალოთ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის… როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას და ზიზღის გენერირებას ახდენ, აუცილებლად უნდა იცოდე რა კანონი მოქმედებს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თქვენ რომ ცოტა მაინც დაიხარჯოთ ამ სიუჟეტის მომზადებისას და ელემენტარულად ნახოთ სხვა ქვეყნების მაგალითი - მაგალითად როგორ დაასანქცირეს 12 000 ევროთი საფრანგეთში ქალი, რომელმაც მაკრონს ნაგავი უწოდა…

თქვენც შეგიძლიათ [საჩივრის დაწერა]- ვისაც აღნიშნული მუხლი აქვს დარღვეული ყველას შეგიძლიათ უჩივლოთ, მე ხომ თქვენს ნაცვლად ვერ ვუჩივლებ?“ - განაცხადა წილოსანმა.

სოციალურ ქსელში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით დაწერილი სტატუსების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დაიბარეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეადგინა და გამოქვეყნებული სტატუსების გამო მათ დაჯარიმებას ითხოვს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას