სახალხო დამცველი „ქართულ ოცნებას“ - ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები, ესეც ხომ არ არის საკამათო?! ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული? - ასეთი შემთხვევა არ არის!

ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები - ესეც ხომ არ არის საკამათო?! იქ სადაც ჩანს, ვინ სცემს, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული? ასეთი შემთხვევა არ არის! - ასე მიმართა მმართველი უმრავლესობის წევრებს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

იოსელიანმა ამ კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება.

ამასთან, იოსელიანის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაშლის დროს ცემა ხდებოდა დაკავებისას, ასევე მანქანებში - ე.წ. სამარშუტო ტაქსებში და ე.წ. კორიდორებში. როგორც იოსელიანმა განაცხადა, როდესაც აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

“მე მათ [ნაცემ პირებს] პირადად შევხვდი. ისინი მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზეც, ცემაზე, მანქანებში ცემაზე. რაც მართალია მართალია - ცემას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო. ამოცანაა ის, ვინც დაარღვევს კანონს, კანონის შესაბამისად დაისაჯოს, მაგრამ ვინც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს, მის მიმართ არანაირი ძალა არ იყოს გამოყენებული.

სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, კანონი ამისთვისაც არსებობს და მიდგომა თანაბარი უნდა იყოს. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას