ანა დოლიძე - რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს - არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი

რძის საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. რძის სკანდალზე სხდომა იმართება.

ანა დოლიძის თქმით, საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა მოქალაქეებისთვის.

„ახლა მოვედი თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც განიხილება რძის ხარისხის საკითხი. ეს საკითხი ადარდებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველა მშობელს. არ ვაპირებ ხელი ავიღო ამ საკითხზე, მე დავპირდი ჩემს ხალხს, რომ ამ საქმეს ბოლომდე გავყვებოდი. ზოგადად, ახლა რაც ხდება ქვეყანაში მე არ ვმონაწილეობ, მე არ ვარ ანალიტიკოსი, მე ვარ პოლიტიკოსი. პოლიტიკოსის საქმეა გადაწყვეტილებების მიღება და შემდეგ მოქმედება. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში სწორედ ამ საკითხზე მოვაწყობდი საგამოძიებო კომისიას და არა სხვა საქმეზე. საკვები და მისი დაცულობა არის ნომერ პირველი თემა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩეკურაშვილი, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე არ გვპასუხობს კითხვებზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა სააგენტომ და რა ზომები მიიღო მავნე ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ. სწორედ ამიტომ ასე სასამართლო სხდომებზე სიარულით და სხვადასხვა შეხვედრებით მიწევს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები საქმის კურსში ჩავაყენო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას