GCCA-ი მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) უხელმძღვანელებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA) მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) 2026/2027 წლებში უხელმძღვანელებს.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობთ, გადაწყვეტილება, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა ჭირდება ICPEN-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იქნა მიღებული, რომელიც ვაშინგტონში 12-16 მაისს გაიმართა.

,,ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარებაა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წელს იქნა მიღებული. ამ პერიოდში არაერთი გადაწყვეტილება და სტანდარტი იქნა მიღებული, რომელმაც შეცვალა მოვაჭრეების ქცევა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიები. GCCA აქტიურად არის ჩართული ICPEN -ის სამუშაო ჯგუფებში, დიდი პატივია ჩვენთვის ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობა და თქვენი მასპინძლობა საქართველოში” - განაცხადა GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში წევრ ქვეყნებთან ერთად სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს: 1. გააძლიეროს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით; 2. გააძლიეროს ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები და 3. გააძლიეროს ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებები უკვე გამოცდილ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტობის პერიოდში GCCA ხელმძღვანელობას გაუწევს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, დღის წესრიგის შესაბამისად გაწერილი განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესს, მომხმარებლის უფლებების დაცვის გლობალური სტანდარტების განმტკიცება/გაუმჯობესებას და წევრი ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შესაბამისი უწყებები გააჩნიათ. ICPEN-ს ჰყავს წევრები, პარტნიორები და დამკვირვებელი ორგანიზაციები. დამკვირვებლები არიან - მსოფლიო ბანკი, UNCTAD, OECD, ევროკომისია. GCCA ორგანიზაციის წევრი 2023 წელს გახდა. 2022 წლიდან ორგანიზაციას ავსტრალიის, პოლონეთის, აშშ-ს შესაბამისი უწყებები ხელმძღვანელობდნენ. (დამატებითი ინფორმაცია - https://icpen.org/who-we-are).

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას